შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი • Shalikashvili Mime Theatre

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი • Shalikashvili Mime Theatre

შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი • Shalikashvili Mime Theatre თბილისის მუნიციპალური პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ამირან შალიკაშვილის სახელობის ქართული პანტომიმის სკოლა და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი.

Municipally funded Shalikashvili Georgian State PantoMime Theatre & International Center for Movement Arts [email protected]

18/07/2026

სააკაშვილის ერთ ლარად გაყიდული პანტომიმის სახელმწიფო თეატრი!

წარმოგიდგენთ იმ პერიოდის სატელევიზიო არქივის კადრებს, როდესაც პანტომიმის სახელმწიფო თეატრი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე 1 ლარად გასხვისდა.

ეს ჩანაწერები იმ დროის მოვლენებს ასახავს და წარმოადგენს ისტორიულ მასალას, რომელიც ასახავს იმ პროცესებს, რომლებმაც თეატრის ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თეატრის ისტორია არ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ არქივში დაცულ კადრებს, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჰქონდეს შესაძლებლობა იხილოს იმ დროის ფაქტები და თავად შეაფასოს ის მოვლენები, რომლებმაც პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ბედი შეცვალა.

წყარო: სატელევიზიო არქივი.
TV Imedi TV9 პირველი არხი

13/07/2026

2000-იანი წლების დასაწყისში ქალბატონი ლიანა ისაკაძე მივიდა ამირან შალიკაშვილთან განსაკუთრებული წინადადებით.

მან აღადგინა კრისტოფ ვილიბალდ გლუკის „დონ ჟუანი“ და შესთავაზა ამირან შალიკაშვილს ამ მუსიკაზე პანტომიმის სპექტაკლის დადგმა.

ეს თანამშრომლობა გადაიქცა მასშტაბურ პროექტად, რომელიც ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში განხორციელდა ქ.ბორჯომში. საღამო გაიხსნა ლიანა ისაკაძის მიერ შესრულებული გლუკის „დონ ჟუანით“, ასევე მაყურებლის წინაშე გაცოცხლდა ამირან შალიკაშვილის პანტომიმური ინტერპრეტაცია.

ეს იყო ორი დიდი ქართველი ხელოვანის შეხვედრა ერთ სცენაზე, ლიანა ისაკაძის ორკესტრი და ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის კოლექტივი. მათ ერთად შექმნეს საღამო, რომელიც დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული თეატრისა და მუსიკის ისტორიაში.

რეჟისორი: ამირან შალიკაშვილი
მუსიკალური ხელმძღვანელი და მევიოლინე: ლიანა ისაკაძე

არტისტები: სოფო ბოკუჩავა, თეა ცქირიშვილი, სოფო ბარჯაძე, შორენა ზუბიაშვილი, თამუნა რუხაძე, სოფო ლოლაძე , სალომე ფილიშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, თამუნა მუსელიანი.
ბუბა ბასიშვილი, ვახო მაჩაბელი, მერაბ შალიკაშვილი, ოთარ ანდღულაძე, ტატო მაკალათია, ბაქარ ბაქრაძე, ლუკა ჩხაიძე, ირაკლი ბიბილური.

გთავაზობთ უნიკალურ კადრებს ჩვენი არქივიდან.

#ლიანაისაკაძე #ამირანშალიკაშვილი #დონჟუანი #გლუკი #ღამისსერენადები #პანტომიმა #ქართულითეატრი #ქართულიკულტურა #არქივი #თეატრი #კლასიკურიმუსიკა

In the early 2000s, the legendary violinist Liana Isakadze approached Amiran Shalikashvili with a remarkable artistic proposal.

After reviving Christoph Willibald Gluck’s “Don Juan,” she invited Shalikashvili to create a pantomime performance based on the work.

The collaboration evolved into a major production presented within the Night Serenades Festival. The evening opened with Liana Isakadze’s performance of Gluck’s “Don Juan,” followed by Amiran Shalikashvili’s pantomime interpretation, bringing the music to life through movement.

It was a memorable meeting of two legendary Georgian artists on one stage—Liana Isakadze with her orchestra and Amiran Shalikashvili with his pantomime Theatre ensemble. Together they created an unforgettable evening that remains an important part of Georgia’s cultural history.

Director: Amiran Shalikashvili
Musical Director and Violin Soloist: Liana Isakadze

Artist: Sopho Bokuchava, Tea Tskirishvili, Sopho Barjadze, Shorena Zubiashvili, Tamuna Rukhadze, Sopho Loladze, Salome Filishvili, Nino Lortkipanidze, Tamuna Museliani.
Buba Basishvili, Vakho Machabeli, Merab Shalikashvili, Otar Andghuladze, Tato Makalatia, Bakar Bakradze, Luka Chkhaidze, Irakli Bibiluri.

We are pleased to share these rare archival moments with you.

09/07/2026

ქართველი პანტომიმის არტისტები მღერიან „სულიკოს“, შემდეგ კი მათ უერთდება ჰერმან ვედეკინი და სიმღერას გერმანულად აგრძელებს.

ეს მხოლოდ მუსიკა არ არის, ეს არის კულტურების შეხვედრა, მეგობრობა და ხელოვნება, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

ჰერმან ვედეკინი მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული სიყვარულით იყო დაკავშირებული საქართველოსთან და ქართულ თეატრთან. ასეთ კადრებს კი დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

არტისტები: კირა მებუკე, გოჩა შალიკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ვალერი შალიკაშვილი, მერი ალიმბარაშვილი, თამრიკო ჯაჯანიძე, ტარიელ გორგიშვილი, ნაირა მეფარიშვილი, ლამარა მკევლიშვილი, დათო სომხიშვილი, ლაურა სომხიშვილი, ჯემალ ახოიანი, მარინა ჯანიაშვილი, ნატო ჯოხაძე, მაია ომანაძე, გულადი ლაბაძე, გიორგი გომურაშვილი, ლაშა ონიანი, კახა ბაკურაძე, პაატა ციქურიშვილი, ლევან კურტანიძე, ინგა სალარიძე, ისა ამინ.

Georgian pantomime artists sing the beloved Georgian song Suliko, and then Hermann Wedekind joins them, continuing the song in German.

More than just a performance, this is a beautiful meeting of cultures, friendship, and the universal language of art.

Hermann Wedekind had a deep appreciation for Georgia and its theatrical tradition, making this rare archival footage even more meaningful today.

Artists: Kira Mebuke, Gocha Shalikashvili, Goga Osepashvili, Valeri Shalikashvili, Meri Alimbarashvili, Tamriko Jajanidze, Tariel Gorgishvili, Naira Meparishvili, Lamara Mkevlishvili, Dato Somkishvili, Laura Somkishvili, Jemal Akhoiani, Marina Janiashvili, Nato Jokhadze, Maia Omanadze, Guladi Labadze, Giorgi Gomurashvili, Lasha Oniani, Kakha Bakuradze, Paata Tsikurishvili, Levan Kurtanidze, Inga Salaridze, Isa Amin

09/07/2026

ისტორიული კადრები გერმანიიდან, ქართული პანტომიმის ოქროს ფონდიდან.

გერმანელი რეჟისორი ჰერმან ვედეკინდი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარი და მხარდამჭერი იყო, დაესწრო ამირან შალიკაშვილის ლეგენდარულ სპექტაკლებს „ელექტრა“ და „კრიმანჭული“.

გთავაზობთ გერმანიაში გადაღებულ უნიკალურ საარქივო კადრებს სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ვიდეოში იხილავთ ამირან შალიკაშვილისა და ჰერმან ვედეკინდის საუბარს, ჰერმან ვედეკინდის ინტერვიუს, ასევე ქართული პანტომიმის თეატრის არტისტებს, რომლებიც ამ ისტორიული შეხვედრის მონაწილეები იყვნენ.

ჰერმან ვედეკინდის შეფასება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო ქართული პანტომიმის თეატრის საერთაშორისო აღიარებისთვის. ეს ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დიდ ინტერესსა და პატივისცემას, რომელსაც ამირან შალიკაშვილის შემოქმედება და ქართული პანტომიმა საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში იმსახურებდა.

Historic footage from Germany — a rare archive of Georgian pantomime.

German theatre director Hermann Wedekind, a long-time friend and supporter of Georgian culture, attended Amiran Shalikashvili’s legendary productions of “Electra” and “Krimanchuli.”

This video presents rare archival footage filmed in Germany after the performance. It features conversations between Amiran Shalikashvili and Hermann Wedekind, an interview with Wedekind, and appearances by artists of the Georgian State Pantomime Theatre who took part in this memorable gathering.

Wedekind’s recognition and support played an important role in the international appreciation of Georgian pantomime. These unique recordings preserve an important chapter in the history of the Georgian State Pantomime Theatre and Amiran Shalikashvili’s artistic legacy.

03/07/2026

🎭 „ფიროსმანი-მეფე“
ქართული პანტომიმის თეატრის ერთ-ერთი უდიდესი შედევრი, რომელიც ამირან შალიკაშვილის უნიკალური სარეჟისორო ხელწერისა და ქართული პანტომიმის ოქროს ფონდის გამორჩეული ნაწილია.

სპექტაკლი, რომელიც მრავალი ქვეყნის სცენაზე იყო წარმოდგენილი და განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა, დღესაც ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება.

ფიროსმანის როლს თავად ამირან შალიკაშვილი ასრულებდა და სცენაზე ქმნიდა დაუვიწყარ სახეს, რომელიც მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.

ეს სპექტაკლი ყოველთვის დარჩება შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის რეპერტუარის განსაკუთრებულ საგანძურად როგორც ქართული პანტომიმის უკვდავი შედევრი.

არტისტები: კირა მებუკე, გოჩა შალიკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ვალერი შალიკაშვილი, მერი ალიმბარაშვილი, თამრიკო ჯაჯანიძე, ტარიელ გორგიშვილი, ნაირა მეფარიშვილი, ლამარა მკევლიშვილი, დათო სომხიშვილი, ლაურა სომხიშვილი, ჯემალ ახოიანი, მარინა ჯანიაშვილი, ნატო ჯოხაძე, მაია ომანაძე, გულადი ლაბაძე, გიორგი გომურაშვილი, ლაშა ონიანი, კახა ბაკურაძე, პაატა ციქურიშვილი, ლევან კურტანიძე, ინგა სალარიძე, ისა ამინ.

🎭 რეჟისორი — ამირან შალიკაშვილი
📖 პიესა — გურამ დოჩანაშვილი
🎨 მხატვარი — მამია მალაზონია

🎭 “Pirosmani – The King”
One of the greatest masterpieces of the Georgian State Pantomime Theatre, “Pirosmani – The King” is a remarkable example of Amiran Shalikashvili’s unique artistic vision and an essential part of the golden heritage of Georgian pantomime.

Presented on stages in many countries and widely acclaimed by international audiences, the production remains one of the finest achievements of Georgian theatrical art. (Scribd)

The role of Pirosmani was performed by Amiran Shalikashvili himself, whose unforgettable interpretation brought the legendary Georgian painter to life through the universal language of pantomime.

This production will forever remain in the repertoire of the Shalikashvili State Pantomime Theatre as one of its timeless masterpieces.

Artists: Kira Mebuke, Gocha Shalikashvili, Goga Osepashvili, Valeri Shalikashvili, Meri Alimbarashvili, Tamriko Jajanidze, Tariel Gorgishvili, Naira Meparishvili, Lamara Mkevlishvili, Dato Somkishvili, Laura Somkishvili, Jemal Akhoiani, Marina Janiashvili, Nato Jokhadze, Maia Omanadze, Guladi Labadze, Giorgi Gomurashvili, Lasha Oniani, Kakha Bakuradze, Paata Tsikurishvili, Levan Kurtanidze, Inga Salaridze, Isa Amin.

🎭 Director — Amiran Shalikashvili
📖 Play by — Guram Dochanashvili
🎨 Scenography — Mamia Malazonia

21/06/2026

“გალაქტიონი“
ამირან შალიკაშვილი ქართველი პანტომიმის ლეგენდა, ადამიანი, რომელმაც სიტყვების გარეშე შეძლო მთელი სამყაროს მოყოლა.

მისი ხელების მოძრაობა, მზერა და სიჩუმე ათას სიტყვაზე მეტს ამბობდა. წლების განმავლობაში იგი ქართულ პანტომიმას ემსახურებოდა და საკუთარი ხელწერით არაერთი თაობა შთააგონა.

ამ კადრებში ამირან შალიკაშვილი აცოცხლებს გალაქტიონის სახეს — პოეტს, რომლის სიტყვებიც და მისი სული დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს ქართულ კულტურაში.

“Galaktioni”
Amiran Shalikashvili — a legend of Georgian pantomime, an artist who managed to tell entire worlds without uttering a single word.

His hand movements, gaze, and silence spoke louder than a thousand words. For many years, he devoted himself to Georgian pantomime and inspired generations through his unique artistic vision.

In these scenes, Amiran Shalikashvili brings to life the image of Galaktion — a poet whose words and spirit continue to live on in Georgian culture.

17/06/2026
🎭 შემოქმედებითი შეხვედრა საერთაშორისო პანტომიმის ოსტატ ოლეგ კირიუშკინთანსაქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის დროები...
12/06/2026

🎭 შემოქმედებითი შეხვედრა საერთაშორისო პანტომიმის ოსტატ ოლეგ კირიუშკინთან

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის დროებით ბაზაზე 15 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება შემოქმედებითი შეხვედრა ცნობილი რუსი პანტომიმისტის, ოლეგ კირიუშკინის მონაწილეობით.

ოლეგ კირიუშკინი ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობს პანტომიმის ხელოვნებაში და ითვლება საბჭოთა და რუსული პანტომიმის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად. იგი საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატია, ცნობილი „კირიუშკინების დუეტის“ წევრი და არაერთი აღიარებული პანტომიმური ნომრის ავტორი და შემსრულებელი.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ოლეგ კირიუშკინმა თავად გამოთქვა სურვილი შეხვედროდა საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის არტისტებსა და პანტომიმის სტუდენტებს. მისი თქმით, ამირან შალიკაშვილის მიერ დაფუძნებული ქართული პანტომიმის სკოლა და თეატრი მისთვის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გამოცდილებისა და პროფესიული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაიგეგმა შემოქმედებითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სტუმარი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებით გზაზე, პროფესიულ გამოცდილებაზე, პანტომიმის ხელოვნების განვითარების ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. შეხვედრა ასევე იქნება გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დიალოგის შესაძლებლობა.

📅 15 ივნისი, 2026
🕑 14:00 საათი
📍 საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის დროებითი ბაზა

🎭 Creative Meeting with International Mime Master Oleg Kiryushkin

On June 15 at 2:00 PM, the temporary venue of the Georgian State Pantomime Theatre will host a creative meeting with renowned Russian mime artist Oleg Kiryushkin.

For decades, Oleg Kiryushkin has dedicated his life to the art of pantomime and is recognized as one of the distinguished representatives of Soviet and Russian mime. He is an international festival laureate, a member of the famous Kiryushkin Duo, and the creator and performer of numerous acclaimed pantomime acts.

As part of his visit to Tbilisi, Mr. Kiryushkin personally expressed a desire to meet the artists and students of the Georgian State Pantomime Theatre. According to the artist, the Georgian pantomime school and theatre founded by Amiran Shalikashvili represent an important artistic tradition and a source of professional inspiration.

In agreement with the theatre’s management, a special creative meeting has been arranged, providing an opportunity for dialogue, exchange of experience, and discussion of the development of mime art.

📅 June 15, 2026
🕑 2:00 PM
📍 Temporary Venue of the Georgian State Pantomime Theatre

🎭

11/06/2026

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ 🎭

✨ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის რეპერტუარის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“, ამირან შალიკაშვილის მიერ შექმნილი ქართული პანტომიმის ნამდვილი შედევრია.

📖 ვაჟა-ფშაველას უკვდავი ნაწარმოების საფუძველზე დადგმული სპექტაკლი უსიტყვოდ, მოძრაობის ენით გადმოსცემს ადამიანურ ღირსებას, მეგობრობას, ტრადიციას, სიყვარულსა და ტრაგედიას.

🏆 მრავალწლიანი წარმატებული სასცენო ისტორიის მქონე წარმოდგენა თეატრის რჩეულ ნამუშევართა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და დღემდე ინარჩუნებს მაყურებლის სიყვარულს.

🎓 სპექტაკლი შეტანილია საგანმანათლებლო პროგრამაში და აქტიურად გამოიყენება მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის ქართული ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით.

©️ წარმოდგენა წარმოადგენს საავტორო უფლებებით დაცულ ორიგინალურ სასცენო ნამუშევარს.

🌟 „სტუმარ-მასპინძელი“ ქართული სიტყვის, მოძრაობისა და ეროვნული სულის შერწყმა ერთ სცენაზე.

#სტუმარმასპინძელი #ვაჟაფშაველა #ამირანშალიკაშვილი #პანტომიმა #საქართველოსპანტომიმისთეატრი #ქართულითეატრი #თეატრი #კულტურა #ხელოვნება

Address

Tbilisi

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 12:00 - 18:00
Thursday 12:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 12:00 - 18:00

Telephone

+995595500203

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი • Shalikashvili Mime Theatre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი • Shalikashvili Mime Theatre:

Share

Category