Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი

Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი Hand Shadow theatre Budrugana was established in Tbilisi in 1982.The idea belongs to Gela Kandelaki, Georgian film director.
(1)

The first premiere of the Budrugana’s performance took place in 1991, during the international festival Les Semaines De La Marionette a Paris in France. In 1993 theatre was invited to USA in order to take part in the international festival Puppetry`93. In 1995 theatre went on tour to Germany and played at 3rd International Shadow Theatre Festival in Schwabisch Gmund. In 1998 the theatre went to

Japan and performed at the 20th International festival The Puppetry Carnival Lida. 1998 Budrugana played at the Georgian National Festival of Arts Gift. In 2002 the name of the theatre was changed to Budrugana-Gagra. Gagra is a city in a breakaway region of Abkhazia. The reason for that is because the staff of the theatre was completed mainly of refugees from Abkhazia. Members of Budrugana-Gagra founded non-governmental educational association Kvali XXI, including film studio Kvali XXI and shadow theatre Budrugana-Gagra. In 2004 the theatre took part in the international festival Borjomi Second International Art Festival in Georgia. In the same year Budrugana-Gagra played 9 performances in Berlin, Dresden and Munich. In 2007 Budrugana-Gagra together with Georgian and German musicians took part in the festival of contemporary music Tbilisi-2007 Evenings of Contemporary Music with multimedia performance Helicopter and Budrugana. In the same year Budrugana-Gagra took part in the International Cultural Market Kavkasia 2007 with performance of Budrugana-Gagra and show of films created in studio Kvali XXI. In 2008 the theatre took part in the international festival Kukla Gunleri in Turkey, International Tbilisi Easter Art Festival and created a multimedia program Magic Box for the festival of contemporary music Tbilisi-2008 Evenings of Contemporary Music, that was dedicated to Karlheinz Stockhausen. In 2009 the theatre had tourney in Lithuania (Vilnius, Kaunas, Klaipeda, Palanga). Also took part in international festival ArtPole in Ukraine and created multimedia program Musikalische Opfer for the festival of contemporary music Tbilisi-2009 Evenings of Contemporary Music. In the same year the theatre participated in Tbilisi International Festival of Theatre with performance The Four Seasons of Year. From 2010 Budrugana-Gagra theatre is being performing on Tbilisi Shota Rustaveli State Theatre’s stage. In 2010 Budrugana-Gagra was granted official status of the state theatre. In September 2010 the theatre took part in the Tbilisi International Festival of Theatre with performance Isn’t This a Lovely Day. It also participated in the festival of contemporary music Tbilisi-2010 Evenings of Contemporary Music with multimedia programs Ebony Concerto and Shadow Theatre and Jazz. During last 15 years the theatre played more than 300 performances. Most of the performances were charitable, since the audience were mostly children of refugees and habitants of children homes.

🙌 უფლისციხეში სულ სხვაგვარად სუნთქავენ ჩრდილები.უღრმესი მადლობა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციას, პირადად ბადრ...
02/06/2026

🙌 უფლისციხეში სულ სხვაგვარად სუნთქავენ ჩრდილები.
უღრმესი მადლობა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციას, პირადად ბადრი გასპაროვს!
პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს კულტურის სამინისტრო
პროექტის პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერია

„მწვანე სკოლელთა“ მორიგი სტუმრობა Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი -ში, ჩრდილების მ...
29/05/2026

„მწვანე სკოლელთა“ მორიგი სტუმრობა Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი -ში,
ჩრდილების მასტერკლასზე

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე

#ბუდრუგანაგაგრა

BBudrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრიში, ჩრდილების მასტერკლასზე,„მწვანე სკოლის“ მოსწავლ...
29/05/2026

BBudrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრიში,
ჩრდილების მასტერკლასზე,
„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები შემოგვესტუმრნენ...
მასწავლებელი - ანა უფლისაშვილი

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე
#ჩრდილებისმასტერკლასები გრძელდება...

#ბუდრუგანაგაგრა

ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ - გორის მუნიციპალიტეტში გასტროლებს აგრძელებს. უფლისციხისა და არბოს შემდეგ,...
29/05/2026

ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ - გორის მუნიციპალიტეტში გასტროლებს აგრძელებს. უფლისციხისა და არბოს შემდეგ, 9 ივნისს ნიქოზს ეწვევა და საეპისკოპოსო სასახლეში ჩაატარებს სპექტაკლსა და მასტერკლასს ადგილობრივი ბავშვებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერია.

გელა კანდელაკი 86 წლის გახდა დღეს მასთან ერთად, მისივე შექმნილი ხელის ჩრდილების თეატრისა და პირველი სპექტაკლის, „წელიწად...
27/05/2026

გელა კანდელაკი 86 წლის გახდა
დღეს მასთან ერთად, მისივე შექმნილი ხელის ჩრდილების თეატრისა და პირველი სპექტაკლის, „წელიწადის ოთხი დრო,“ დაბადების დღეცაა.
რა თქმა უნდა, დღევანდელ საიუბილეო სპექტაკლს ამჯერად ქართლის ულამაზეს სოფელ არბოში ბატონ გელას მივუძღვნით.
გელა კანდელაკი - კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი, ხელის ჩრდილების თეატრის ბუდრუგანას დამფუძნებელი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი 1940 წლის 27 მაისს თბილისში დაიბადა.
გელა კანდელაკი არაერთი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია
მან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უბედურება“ დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით 1979 წელს გადაიღო.
მისი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სოფელი“ კი 2007 წელს, სორეზის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის (საფრანგეთი)
გრანპრის მფლობელი გახდა...
2006 წლიდან თანამშრომლობს ფესტივალთან „თბილისი — თანამედროვე მუსიკის საღამოები“, რომლის ფარგლებში არაერთი მულტიმედიური წარმოდგენის თანაავტორია.
2009 წლიდან თანამშრომლობს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, რომელთან ერთადაც, რამდენიმე თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენის რეჟისორია.
2011 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად, „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის - ნიქოზი”-ს დამფუძნებელია.
წლების განმავლობაში ეწეოდა და აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოსა და უცხოეთში.
არის რამდენიმე ფესტივალის ჟიურის წევრი.
27 მაისი ჩვენი თეატრისთვისაც დაბადების დღედ იქცა.
1991 წლის 27 მაისს ჩვენი პირველი სპექტაკლის „წელიწადის ოთხი დრო” პრემიერა შედგა პარიზში.
ყველაფერი 1982 წელს თბილისში დაიწყო, როცა გელა კანდელაკმა სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები შეკრიბა. თოჯინების არქონის და უსახსრობის გამო, ჩრდილები გაახსენდათ და ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა“ შექმნეს, რომელიც უნიკალური აღმოჩნდა მთელს მსოფლიოში.
დღეს ბუდრუგანას საქმეს ბუდრუგანა-გაგრა აგრძელებს, რომლის ბირთვიც გელა კანდელაკმა შეკრიბა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდებისგან. თეატრმა დღემდე 40-მდე ქვეყანა და საქართველოს მრავალი ქალაქი თუ სოფელი მოიარა.
27 მაისი კიდევ ერთ აღსანიშნავ მოვლენასთანაა კავშირში: 2016 წლის 27 მაისს „დაიბადა” „ბუდრუგანა-ლიეტუვა“ - „ბუდრუგანა-გაგრას“ შვილობილი ხელის ჩრდილების თეატრი. ლიტველ მსახიობთა დასი 2 წლის განმავლობაში თბილისში ეუფლებოდა ჩრდილების ხელოვნებას ბატონი გელას ხელმძღვანელობით.
პრეზიდენტმა დალია გრუბაუსკაიტემ გელა კანდელაკს 2018 წელს საპატიო ორდენი გადასცა ლიეტუვური კულტურის წინაშე დამსახურების გამო.
ახლაც მუშაობს, ჩვენი, ხელის ჩრდილების თეატრის „ბუდრუგანა-გაგრას დასთან“ და სტუდენტებთან, შეგირდებთან ერთად.
ვულოცავთ ბატონ გელას დაბადების დღეს და ჯადოსნური ხელოვნების შექმნისთვის
დიიიდ მადლობას ვუხდით
სიყვარულით,
ბუდრუგანა-გაგრა

🚐 ჩრდილების თეატრი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელს - არბოს ესტუმრება.🥳განსაკუთრებულად გვიხარია ხვალინდელი ...
26/05/2026

🚐 ჩრდილების თეატრი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელს - არბოს ესტუმრება.

🥳განსაკუთრებულად გვიხარია ხვალინდელი სპექტაკლი - ჩრდილების დაბადების დღეს ჩვენი თეატრის მთავარი მისიის შესრულებით - რეგიონში მცხოვრები ბავშვების გახარებით აღვნიშნავთ

🙌 პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო მისი პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

🚐ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ რეგიონებში გასტროლებს 23 მაისიდან გორის მუნიციპალიტეტით დაიწყებს.🙌სპექტაკ...
22/05/2026

🚐ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ რეგიონებში გასტროლებს 23 მაისიდან გორის მუნიციპალიტეტით დაიწყებს.

🙌სპექტაკლები დაგეგმილია უფლისციხეში, არბოსა და ნიქოზში.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ხოლო მისი პარტნიორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე, Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი-ში, ჩრდილების მა...
19/05/2026

სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე,
Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი-ში,
ჩრდილების მასტერკლასზე,
კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეები შემოგვესტუმრნენ...

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე
#ჩრდილებისმასტერკლასები გრძელდება...

20 მაისს კი, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს „წელიწადის ოთხი დრო“ -
https://shorturl.at/LB2sH ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება

#ბუდრუგანაგაგრა

სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე, რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის - „ანი-Zet-ის“ მოსწავლეები, Budrugana Gagra - Shad...
19/05/2026

სპექტაკლამდე რამდენიმე დღით ადრე,
რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის - „ანი-Zet-ის“
მოსწავლეები, Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი-ში,
ჩრდილების მასტერკლასზე გვესტუმრნენ...

ფოტო - ტრადიციულად, ლევან ჩაჩანიძე
#ჩრდილებისმასტერკლასები გრძელდება...

20 მაისს კი, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს „წელიწადის ოთხი დრო“ -
https://shorturl.at/LB2sH ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება ნაკლების ჩვენება

#ბუდრუგანაგაგრა

Address

რუსთაველის გამზირი 17
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Budrugana Gagra - Shadow Theatre • ბუდრუგანა გაგრა - ჩრდილების თეატრი:

Share